LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი: დედა, ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად იპოვეს

374
Untitled design - 2023-12-26T132748.375

პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქ მეოსში მოხდა, დაახლოებით 40 კილომეტრში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია.

BBC-ის ცნობით, პოლიცია გაქცეულ 33 წლის მამაკაცს ეძებს. ახლობლებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ოჯახისგან პასუხი ვერ მიიღეს.

პროკურორმა ჟან ბატისტ ბლადიერმა ფრანგულ მედიას დაუდასტურა, რომ ვერსალის სასამართლო პოლიციის სამსახური საქმეს იძიებს.

მისი თქმით, ბინას არ ეტყობოდა გატეხვის კვალი.

პოლიცია ჯერ არ აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზს ან მსხვერპლთა ასაკს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები