LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ზედმეტად ხმაურიან მძღოლებს დაიჭერენ

37
parisdriver

პარიზში ზედმეტად ხმაურიანი მძღოლების „დევნას“ დაიწყებენ. საუბარია მათზე, ვისაც ძრავა ისე აქვს მოდიფიცირებული რომ გადაადგილებისას სარბოლო ავტომობილის ხმას გამოსცემს.

მიზნის მისაღწევად, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ქუჩაზე ხმაურის რადარი დადგეს. მოწყობილობა გამვლელი ავტომობილების ხმას გაზომავს, დააფიქსირებს ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას პატრულს გადაუგზავნის.

რადარი 8 მიკროფონით და 3 ვიდეო კამერითაა აღჭურვილი. 8 მოწყობილობა ერთსა და იმავე ხმას სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა მანძილზე იჭერს. შესაბამისად, სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ რომ ხმაურის წყარო ზუსტად აღმოაჩინონ და ჯარიმა სხვა მძღოლს არ დაუწერონ. ამასთან, რადარი მოტოციკლეტებისა თუ სკუტერების ხმაურიან მძღოლებსაც დააფიქსირებს.

პირველ ჯარიმებს მძღოლები 2023 წლიდან მიიღებენ. კანონდამრღვევებს 135 ევროს გადახდა მოუწევთ. მანამდე კი რადარი სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებენ ამსტერდამშიც, სადაც ხმაურიან მძღოლებს „ჭკვიანი“ კამერების დახმარებით აჯარიმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები