LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში “შაჰიდის ქამარი” იპოვეს

200

პარიზის გარეუბანში, მონრუჟში თვითნაკეთი ასაფეთქებელი ქამარი იპოვეს, ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

ნივთი, რომელიც „შაჰიდის ქამარი“ აღმოჩნდა, ერთ-ერთ ნაგვის ურნაში იპოვეს. ამ დროისთვის კვარტალი პოლიციას აქვს გადაკეტილი და თავისუფლად გადაადგილება არც ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ.

გამოცემა Franceinfo იუწყება, რომ მოწყობილობა ძალიან ჰგავს იმ „ქამრებს“, რომელიც ტერორისტებმა პარიზის ტერაქტების დროს გამოიყენეს.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით კი თვითმკვლელის ქამარი, შესაძლოა, სალაჰ აბდესალამთან იყოს კავშირში, აბდესალამს საფრანგეთისა და ბელგიის სამართალდამცველები ეძებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები