LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საქართველო უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა

94

შაბათს პარიზში ძიუდოისტთა “დიდი სლემის” სეზონის პირველი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან ვაჟთა ნაკრები გამოვა. ჩვენი გუნდი ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე – 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე – 100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

შაბათს შეხვედრები ქალთა 48, 52, 57, 63 და ვაჟთა 60, 66 და 73 კილოგრამებში გაიმართება, ხოლო დანარჩენები კვირას, შეჯიბრების ბოლო დღეს იჭიდავებენ. ტურნირში არ გამოდის მასპინძელთა ორი უძლიერესი ფალავანი – უძლეველი ტედი რინერი (+100) და მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი (81).

დარეგისტრირებულია 96 ქვეყანა და 610 სპორტსმენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები