LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საპროტესტო აქციებზე შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია

109
აქცია პარიზში

პარიზში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია. საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო “ყვითელი ჟილეტების” აქცია დღეს დილით დაიწყო.

სამართალდამცველებს ბლოკირებული ჰქონდათ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ქუჩები.

პოლიციის კორდონების გარღვევის მცდელობისას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ბოლო ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა 5 ათასმა მანიფესტანტმა. ფრანგული მედია ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც მანიფასტანტების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა ავტომობილებს.

საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 158 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები