LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში სახლის დაქირავება კიდევ უფრო რთული გახდა

50

პარიზში სახლის დაქირავება კიდევ უფრო რთული გახდა. საქმე ისაა, რომ დეკემბრიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც უძრავი ქონების გაქირავების მსურველებს სახლის ოფიციალურად დარეგისტრირებას ავალდებულებს. სიახლე ყველაზე მეტად პოპულარულ სერვერებზე Airbnb-ზე, Homelidays-სა და Abritel -ზე აისახება. პარიზელებს სახლების ინტერნეტში განთავსებამდე მათი დარეგისტრირება და გარკვეული გადასახადის გადახდა მოუწევთ, რაც ბუნებრივია ქირის საფასურსზეც აისახება. ხოლო, ისინი ვინც სახლს რეგისტრაციის გარეშე გააქირავებენ შესაძლოა 50 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირადი ქონება უკვე 10 ათასმა ადამიანმა დაარეგისტრირა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები