LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდება – ვის ხარჯზე აპირებს ხელისუფლება პროექტის განხორციელებას

61
parizis transporti

საფრანგეთის მთავრობა, უკვე რამდენიმე წელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო მომსახურების პროექტზე მუშაობს.

ექსპერიმენტი ქვეყნის რამდენიმე პატარა ქალაქში უკვე წარმატებით განახორციელეს, მომავალი გეგმაა, რომ პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იყოს.

ამ ეტაპისთვის, აღნიშნული პრივილეგიით 30-მდე ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.

მსგავს მუნიციპალიტეტებს შორის არის ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი დიუნკერკი, ტრანსპორტის საფასურს ასევე არ იხდის ობანისა და კოლომბიეს მოსახლეობა.

დიუნკერკში ჩატარებული კვლევის თანახმად, უფასო მგზავრობის პოლიტიკის შემოტანის შემდეგ, ცვლილებებმა ქალაქი “გააცოცხლეს” და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას ხელი შეუწყვეს, ვინაიდან ავტომობილის მძღოლებმა სამარშრუტო ტაქსებში გადაინაცვლეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელმა, ინიციატივის ამოქმედებიდან 60%-ით მოიმატა.

რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, ხელისუფლება როგორ ახერხებს ხარჯების დაფარვას.

ხელისუფლება პროექტის დაფინანსების ხარჯებს ადგილობრივი ბიზნესის გადასახადის ხარჯზე აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები