პარიზში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი ერლანჟის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში ღამის პირველ საათზე გაჩნდა.
ხანძრის ჩაქრობაში 200-მდე მეხანძრე იყო ჩართული. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.