LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ჯიბის ქურდებისგან დაზარალებული ტურისტებისთვის სპეციალური სერვისი შეიქმნა

31

ტრანსპორტის სააგენტო RATP-მ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაქურდული ადამიანებისთვის ახალი ცენტრები გახსნა. ცენტრები მეტროსა და ავტობუსის სადგურებზე განთავსდება და სპეციალისტები დაზარალებულებს განცხადების მარტივად და სწრაფად შევსებაში დაეხმარებიან. აქამდე კი უცხოელებს ქურდობის შესახებ განაცხადის გაკეთება მხოლოდ პოლიციაში შეეძლოთ, რასაც დიდი დრო სჭირდებოდა და ენის ბარიერის გამო საკმაოდ რთულიც იყო.

სერვისი 2019 წლის მაისამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მოგვიანებით კი პარიზთან ერთად სხვა ქალაქებშიც გავრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები