LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზსა და ბრიუსელში გადაადგილება მხოლოდ 30 კმ/სთ–ით იქნება დაშვებული

51
2020-10-20-Brussels-980x551

პარიზსა და ბრიუსელში სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეიზღუდა – ამიერიდან ამ ქალაქების ტერიტორიაზე 30 კმ/სთ–ზე მაღალი სიჩქარის განვითარება სასტიკად აიკრძალება. ერთადერთი გამონაკლისი ქალაქების გარეთ არსებული პერიმეტრი იქნება.

პარიზში ახალი წესი ძალაში 2021 წლიდან შევა, რამდენიმე დიდ რაიონში კი ასეთი სიჩქარის რეჟიმი აქამდეც წარმატებით მოქმედებდა. ძირითადად ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებს ეხება და ქალაქის დანარჩენ ნაწილში დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ–ია.

2021 წლიდან ამოქმედდება ახალი შეზღუდვა ბრიუსელშიც. ამჟამად კი ქალაქის დიდ ნაწილში მაქსიმუმ 50 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებაა დაშვებული.

აღსანიშნავია, რომ ევროპული დასახლებები ახალ ჩქაროსნულ რეჟიმს ევროკომისიის რეკომენდაციით იღებენ. ცოტა ხნის წინ ახალი სიჩქარის რეჟიმის შემოღება ესპანეთმაც დაადასტურა. ნიდერლანდებში კი კიდევ უფრო მკაცრი წესების არსებობას განიხილავენ.

სპეციალისტების აზრით, 30 კმ/სთ ეს არის იდეალური სიჩქარე, რომლის დამსახურებითაც გზაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო ხდება, პირველ რიგში კი ეს ველოსიპედისტებსა და სხვა მსუბუქი ტრანსპორტის მფლობელებს შეეხება. გარა ამისა, ჰაერში მავნე გამონაბოლქვი მცირდება და ხმაურიც ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები