საფრანგეთის დედაქალაქმა მთავარ საავტომობილო გამოფენას უმასპინძლა და ავტომოყვარულებს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერების ნახვის საშუალება ჰქონდათ. მთავარი საავტომობილო მოვლენები საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.
Audi e-tron
ელექტროკროსოვერი Tesla Model X-ის გამგრძელებელია. თუმცა, გარდა „X“-ისა e-tron იაგუარისა და მერსედესის კონკურენტიც იქნება. Audi-ს სიახლეს ორი ელექტრო ძრავი აქვს და საერთო ჯამში 408 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ავტომობილის სვლის მარაგი 400 კმ-ია და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად მას 6 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.
Citroen DS 3 Crossback და DS 7 Crossback
DS-ის მთავარი პრემიერა პრემიუმ ბრენდის Citroen-ის დებიუტია და მან მოძველებული ჰეტჩბეკი DS 3 უნდა ჩაანაცვლოს. ავტომობილი CMP-ის პლატფორმაზეა აგებული, რაც იმას გულისხმობს რომ სიახლე ელექტრო ვერსია E-Tense იქნება და მისი ძალა 136-ს მიაღწევს. ხოლო, რაც შეეხება ჩვეულებრივ DS-ს, ბაზარზე ისიც გამოვა და ბენზინის ტურბოძრავს – 8 საფეხურიან აგრეგატს მიიღებს.
Suzuki Jimny
კომპანია Suzuki-მ პარიზში კომპაქტური ყველგანმავალი წარმოადგინა. წინა თაობის Jimny ბაზარზე მთელი 20 წელი ლიდერობდა, სიახლეს კი კიდევ უფრო მეტზე აქვს პრეტენზია. ზღაპრული გარეგნობის გარდა, ახალმა მოდელმა ბევრად მკაცრი დიზაინი, დამუშავებული კონსტრუქცია, ახალი ძრავი 1.5 და ბევრად უფრო კომფორტული ინტერიერი მიიღო. ტექნიკური მახასიათებლები კი ავტომობილმა თითქმის უცვლელად შეინარჩუნა.