პარიზში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
განცხადება, რომელიც ინტერნეტით მათმა მხარდამჭერებმა გაავრცელეს, რადიკალი ისლამისტები აღნიშნავენ, რომ შაჰიდის ქამრებითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 8 მებრძოლი დაესხა თავს წინასწარ განზრახულ ობიექტებს.
საფრანგეთის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა, 180 კი დაიჭრა.