პარიზის ქუჩები ცარიელია, მოსახლეობა საკუთარ სახლებს არ ტოვებს, ამის შესახებ „ფორტუნას“ პარიზში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, სალომე სულაძემ განუცხადა.
საფრანგეთის დედაქალაქში 1500-მდე ჯარისკაცია მობილიზებული, მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამბობს, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების ავტორებისა და შემსრულებლების მიმართ „შეუწყნარებლები იქნებიან“. ტერაქტის მუხლით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
„სიენენის“ ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით 153 ადამიანია გარდაცვლილი.