15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ისტორია, რომელიც რვა საუკუნეზე მეტი უძრავად იდგა. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვა ერთი გრძელი ხაზია იმ ნაწილის, რომლის მიხედვითაც ისტორიული ტაძრები ომით ან ცეცხლით ნადგურდება. ეს ორი “სტიქია” არ ინდობს არც ერთი ქალაქის ძვირფას და ისტორიულ ნაწილებს.
1914 წელს გერმანიის მიერ საფრანგეთის დაბომბვის შედეგად, განადგურდა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ქალაქ რეიმსში (პარიზთან ახლოს) მდებარეობს. ის, როგორც ამ სტატიაში მოყვანილი სხვა განადგურებული ტაძრები ძალიან ჰგავს პარიზის ნოტრ დამს.
შენობა დაზიანდა 1917-18 წლებშიც. ის საბოლოოდ 1938 წელს აღდგა.
1666 წელს დაიწვა წმინდა პაულის კათედრალი ლონდონში.
ის აღადგინეს, თუმცა დღევანდელი და საუკუნეებისწინანდელი შენობა ერთმანეთისგან ნამდვილად განსხვავდება.
ცეცხლმა და მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა გერმანიაში მდებარე კიოლნის საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და ქალაქის უმთავრეს ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. ის რამდენჯერმე აღადგინეს. ბოლოს ცეცხლი ტაძარში 2009 წელს გაჩნდა.
კიოლნის კათედრალის დასავლეთის ფასადი უდიდესია სხვა მსგავს ტაძართა შორის და ის დღემდე რჩება სიდიდით მეორე გოთურ ნაგებობად მსოფლიოში.
წარსულში ნათქვამი სიტყვები ხდება – პარიზის ყველაზე ღირსშესანიშნავი ტაძრის დაწვის გამო, ბევრს წიგნი გაახსენდა, ბევრსაც რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფილმი.
– თუმცა ოდესმე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აღარ იარსებებს. ადრე აქ სხვა მშვენიერი ტაძარი იდგა.
– ზუსტად იმ ადგილას?
– ზუსტად – ასეთი დიალოგი შედგა 2004 წელს გადაღებულ ფილმში სელინსა და ამერიკელ სტუდენტ ჯესის შორის ფილმში “მზის ჩასვლამდე”.
ბევრს წიგნიდან “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ნაწყვეტები გაახსენდა.
“თავის დროზე “პარიზის ღვთიმშობლის ტაძარს” რომ ვკითხულობდი, ერთ უცნაურ თავს წავაწყდი შუა წიგნში. მოსაწყენი თავია, არქიდიაკვანი დგას თავისი სენაკის ფანჯარასთან, ხან კათედრალს უყურებს, ხან მაგიდაზე დადებულ წიგნს და ნაღვლიანად იმეორებს,- “ვაი, რომ ის მოკლავს მას!” – წერს მედეა სულამანიძე.
ასტროლოგიურ ბლოგებზე შეხვდებით ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასთან დაკავშირებით. მონაკვეთი ნოსტრადამუსის წიგნიდან ასტროლოგებმა რუკაზე დაიტანეს და ის სრული სიზუტით 15 აპრილის ხანძარს დაემთხვა.
ტაძარი აღდგება, თუმცა ტაძრის ძველი დეტალების მოძიება, მხოლოდ ჰიუგოს წიგნში გახდება შესაძლებელი…