საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ მუსულმანური რელიგიის მიმდევრების პროტესტი უფრო და უფრო იზრდება.
რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები. მომიტინგეები აპროტესტებენ საფრანგეთისა და ემანუელ მაკრონის დამოკიდებულებას მათ მიმართ.
პაკისტანში აქციის მონაწილეებმა დაწვეს მაკრონის გამოსახულება. ბაღდადში, საფრანგეთის საელჩოსთან, გაანადგურეს საფრანგეთის დროშა. ირანულ გაზეთებში იბეჭდება პუბლიკაციები მაკრონის გამოსახულებით და სხვადასხვა ტექსტით, რომელშიც მაკრონის უწოდებენ „პარიზის დემონს“ და ლიდერს, რომელიც „თაყვანს სცემს სატანას“.
ვითარება გაამწვავა პარიზში მომხდარმა ფაქტმა, როდესაც მასწავლებელს თავი მოკვეთეს მოსწავლეებისთვის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო. ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა გადაიხედოს კანონი და უნდა გაკონტროლდეს მეჩეთების ფინანსური წყაროები. საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა მაკრონს ურჩია, რომ ფსიქიკური მდგომარეობა შეემოწმებინა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, არ შეიძინონ ფრანგული პროდუქცია.
გუშინ კი სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo რეჯეფ თაიფ ერდორანის კარიკატურა გამოაქვეყნა, რამაც განსაკუთრებული მრისხანება გამოიწვია მუსულმანურ ქვეყნებში.
“ერდოღანი ძალიან სასაცილოა”: Charlie Hebdo თურქეთს გადაწვდა და კრიტიკა დაიმსახურა
როგორც სააგენტო Reuters-მა დაწერა, კარიკატურის გამოქვეყნებისთვის თურქეთი იურიდიულ და დიპლომატიურ ზომებს მიმართავს.