LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, პრიორიტეტი ველოსიპედი ხდება

62
parisnews5

პარიზის ისტორიული ცენტრი შესაძლოა მალე ქვეითებს გადაეცეთ. პარიზელებმა ქალაქის მერის ანე იდალგოს გეგმა მოიწონეს და ის უკვე საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ინიციატივის მიხედვით, ქალაქის ოთხ ცენტრალურ უბანში ავტომობილებს შეზღუდავენ და პრიორიტეტი ქვეითებსა და ველოსიპედებს მიენიჭება. თუმცა, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, ასე რომ მაცხოვრებლებსა თუ ქალაქის სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნებათ.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამჟამად ქალაქში ყოველდღიურად 180 000 კერძო ავტომობილი გადადგილდება, რაც ჰაერს ძალიან აბინძურებს. ყველაზე ეკოლოგიური გეგმის ავტორები კი დარწმუნებული არიან, რომ პარიზი სულ მალე ძალიან მწვანე გახდება და ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და უსაფრთხო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების გატარება პარიზში 2022 წლამდე დაიწყება. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ასობით კილომეტრის მანძილზე ახალი ველოინფრასტრუქტურა მოეწყო, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები