პარიზის ცენტრში გასაქირავებლად გამზადებული 2500 სკუტერი განათავსეს. კომპანია Cityscoot, რომელიც მხოლოდ ელექტრონულ სკუტერებს აწარმოებს, მზადაა რომ საფრანგეთის დედაქალაქი მთლიანად აითვისოს და ამ გზით გადატვირთული მოძრაობა მაქსიმალურად შეამსუბუქოს.
აღსანიშნავია, რომ დასაწყისისთვის კომპანია მხოლოდ 150 აპარატს ფლობდა და ისინი მხოლოდ ცენტრალურ უბნებში ქირავდებოდა, ამჟამად კი სკუტერის მიღება დედაქალაქის სხვა ნაწილებშიც იქნება შესაძლებელი.
გამოცემა „Le Parisien“-ის ინფორმაციით, იმ ადამიანებს ვინც ელექტრონულ სკუტერზე არასდროს მჯდარა, ოპერატორს განსაკუთრებული შეთავაზებაც აქვს. ახალბედა მძღოლებს სურვილის შემთხვევაში 30 წუთიან უფასო გაკვეთილებს შესთავაზებენ.