როგორც ჩანს, ევროპაში მოგზაურობის მსურველებს, ეს სიამოვნება ნელ-ნელა უძვირდებათ. ესპანეთს, რომელმაც ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებისთვის დღიურად გათვალისწინებული სახარჯი თანხის მოცულობა გაზარდა, მალევე მხარი საფრანგეთმაც აუბა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ამ უკანასკნელში გამგზავრების შემთხვევაში, მოგიწევთ საფულეში იმაზე მეტი ევრო იქონიოთ, ვიდრე აქამდე იყო საჭირო.
მოთხოვნის შემთხვევაში, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:
ტურისტული მოგზაურობა;
უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს ჯავშანი / მერიაში დამოწმებული მოწვევა – https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F2191 ) ;
სამოგზაურო დაზღვევა;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი
(ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი).
საფრანგეთში სადღეღამისო ხარჯი გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით:
შესაბამისი მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა – 33 ევრო;
თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა – 65 ევრო;
თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა -120 ევრო.
რაც შეეხება ესპანეთს, როგორც იცით, პირველი იანვრიდან ესპანეთის აეროპორტებში ტურისტმა უნდა წარადგინოს დღიური თანხა – 90 ევრო . აქამდე, ევროპის ქვეყნებში ვიზიტისას, დღიური თანხა 50 ევროს ოდენობით განისაზღვრებოდა.