Air France საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს. როგორც „ავიანიუსი“ წერს, ფრანგული ავიაკომპანია სეზონურ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1-ლი აგვისტოდან შეასრულებს.
Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანიის გეგმა აქტიური იქნება 22 ოქტომბრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა.