LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი მომავლის ტრანსპორტს გამოცდის

34

პარიზი მომავლის ტრანსპორტს გამოცდის. გამოცემა „Le Figaro”-ს ცნობით, გადაადგილების უცნაური საშუალების პროტოტიპი – სენაზე „მფრინავი“ კაფსულებია.

შეგახსენებთ, რომ ინჟინერი ალენ ტებო ფრანგებს მფრინავი ტრანსპორტის შექმნას დაპირდა და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ პირობა ნაწილობრივ შეასრულა. მართალია, ჯერ-ჯერობით საუბარი მხოლოდ პროტოტიპზეა, თუმცა მისმა შემქნელებმა გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწიეს.

ახალი აპარატი საკმაოდ გამძლეა და ზედმეტი ხმაურის გარეშე მუშაობს. ე.წ. „კაფსულები“ საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულისთვის გამოჩნდება და მათ სენაზე 2 კვირის განმავლობაში გამოცდიან.

აღსანიშნავია, რომ მომავლის ტრანსპორტის სიჩქარე 20კმ/სთ-შია და მას ერთდროულად 4 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები