2024 წელს პარიზი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და სტუმრებს აეროპორტიდან ქალაქამდე მისვლა საჰაერო ტაქსებით შეეძლებათ. ახალი სერვისის დანერგვას თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus, აეროპორტების მართვის სააგენტო ADP და პარიზის ტრანსპორტის ოპერატორი RATP ერთობლივად გეგმავენ.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ტაქსი ვეტმფრენის გზას გამოიყენებს და ის სავარაუდოდ, უპილოტო იქნება.
მთლიანობაში 2 მოდელი შეიქმნება და ერთი – ოთხ მგზავრზე, მეორე კი მხოლოდ ერთ მგზავრზე იქნება გათვლილი. ტაქსი სტარტს ყოველ 6 წუთში აიღებს ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მწარმოებელი მფრინავი ტაქსებისთვის სადგომს ეძებს და პარიზის სიახლოვეს 10-მდე ადგილი განიხილება. პარკინგის მოწყობა მაქსიმუმ 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.