პარიზი Airbnb-ის შეზღუდვას გეგმავს. ქალაქის ხელისუფლებას სურს, რომ ბინების გაქირავების სერვისის გაკონტროლება დაიწყოს და ტურისტებისთვის გარკვეული ვადები დააწესოს. უფრო ზუსტად კი ბინების მფლობელები თავისი ქონების გაქირავებას მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ბინის გაქირავების დღეების მაქსიმალური რაოდენობა წელიწადში 120 იყო, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით კი დღეების ოდენობა მინიმუმამდე დავა. ხოლო, თუ რა ციფრზეა ზუსტად საუბარი, ამას ხელისუფლებაში ჯერ-ჯერობით არ აზუსტებენ.
ექსპერტთა შეფასებით, სიახლე უძრავი ქონების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის და ტურისტებს ბევრ დისკომფორტს შეუქმნის.