LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარალიმპიადაზე, სამი მედალი გვაქვს. ამ სამი მედლის უკან ბევრად მეტი გამარჯვების ისტორია დგას! თითოეული მათგანი, ვინც აქ ტოკიოში, საქართველო ასახელა, ნამდვილი გმირია!”

96
BeFunky-collage (2)

” ჩვენ, პარალიმპიადაზე, სამი მედალი გვაქვს. ამ სამი მედლის უკან ბევრად მეტი გამარჯვების ისტორია დგას!”,- წერს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

“მე ვამაყობ ჩემი პარალიმპიური ოჯახით და პარასპორტსმენებით! თითოეული მათგანი, ვინც აქ ტოკიოში, საქართველო ასახელა, ნამდვილი გმირია! მათ მაგალითი მისცეს არა მარტო სამშობლოს, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ყველა შშმ, თუ ტიპიური განვითარების მქონე პირს!

163 ქვეყნიდან 4,500 სპორტსმენი, საოცრად დიდი კონკურენცია! არ გაგვიმართლა, ტრავმებში, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძვით! დარჩენილ დროსაც ღირსეულად ვიასპარეზებთ და ეს უდიდესი გამოცდილება და შრომა მიგვიყვანს კიდევ უფრო დიდ წარმატებამდე!”,- წერს რატი იონათამიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები