LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაქსლოვიდი” აფთიაქში არ გაიყიდება, პაციენტი მას ოჯახის ექიმის დანიშნულებით მიიღბს: თამარ გაბუნია

94
გაბუნია თამარ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს.

როგორც გაბუნია განმარტავს, მედიკამენტი აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

„კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე ქვეყანაშია. ის პაციენტისთვის უფასოა. აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც საჭიროდ ჩათვლის, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის მიტანას. შემდეგ ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას“, – აღნიშნავს გაბუნია.

თამარ გაბუნიამ ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშრებითაც ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდვითარება უმჯობესდება, თუმცა არ ნიშნავს რომ რისკები მთლიანად იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები