LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუნაშვილი ვერდერშია

12

ის, რომ პაპუნაშვილი ”ვერდერშია”, ეს დიდი ხნის ამბავია და სათაურმა შეიძლება გაფიქრებინოთ, ეს ხომ ძველი ნიუსიაო, მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ 20 წლის ნახევარმცველი ჩვენდა გასახარად “ვერდერის” მთავარ გუნდში გადაიყვანეს და დიდებთან ერთად ვარჯიშობს.

ბრემენელთა უკრაინელმა დამრიგებელმა ვიქტორ სკრიპნიკმა ასაკობრივი გუნდებიდან 12 ფეხბურთელი დააწინაურა და მათ შორის ერთ-ერთი გიორგი პაპუნაშვილიცაა. იმედი ვიქონიოთ, ჩვენებურს მალე ვიხილავთ მთავარ ბუნდესლიგაში, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს, გიორგი სისტემატურად თამაშობს “ვერდერის” მეორე გუნდის ძირითადში და გასულ უქმეებზე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები