Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პაპუაშვილი: „შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“

187
ing

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2024

 

„ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ“ – ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

მეწყერის შედეგად დაღუპულების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო დამცველიც:

„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ჩვენი…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2024

 

ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ისინი ხუთ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

„სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში.. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი.. არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

„ერთ სახლში მამა და სამი მცირეწლოვანი შვილია მოყოლილი.. სახლი მიწასთან არის გასწორებული“ – ადგილობრივები ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერზე

„ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, ვეძებთ 6 ადამიანს.. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ – რა ვითერებაა ბაღდათში