„საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს პატივისცემას უდასტურებს:
„მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.
კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. "ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს,…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on შაბათი, 30 მარტი, 2024