LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: პასუხად მივიღეთ, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ დასკვნას არ მოამზადებს

123
Capture

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ ვენეციის კომისია დასკვნას არ მოამზადებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში.

„ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა.

პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ.

იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და, როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები