Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის პოლიტიკაზე ოლიგარქიის მავნე გავლენა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის პოლიტიკაზე ოლიგარქიის მავნე გავლენა

41
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ჩანს, თუ რა არის პოლიტიკაზე ოლიგარქიის მავნე გავლენა.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენების შეფასების დროს განაცხადა:

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დასტურდება, რომ არის ადამიანი, რომელსაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ის არის სასჯელ მისჯილი საქართველოში იმის გამო, რომ 5 მილიონი ევრო მოჰპარა ქართულ ჯარს, ფურცელზე ჩაატარა ტრენინგი, რომელიც არ ჩატარებულა და ეს 5 მილიონი სადღაც ოფშორში გაქრა.

სწორედ ამ 5-5 მილიონი ევროთი დაგროვებული ქონება აქვს ამ ადამიანს. ამ დღეებში გვესმის აღიარება იმაზე, რაზეც ჩვენ ეჭვი გვქონდა, ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, აფინანსებს ტელევიზიას და არა მხოლოდ აფინანსებს, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა. იმის გამო, რომ ის აფინანსებს სხვადასხვა სექტორს, ერევა მმართველობაშიც, მათ შორის, პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების გადანაწილება იმის გამო, რომ ის ადამიანი, ვინც ამ პოლიტიკურ სპექტრს აფინანსებს, ფიქრობს, რომ უნდა იყოს სხვანაირი მმართველობა და არა ისეთი, როგორიც არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები