LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი „ლელოს“ წევრების განცხადებაზე – „აი, ეს არის, რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5 %-ს, ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც უნდა ისაუბრონ“

165
Untitled design

„აი, ეს არის, რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5 %-ს, ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც უნდა ისაუბრონ“

რიკოთთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ წევრების განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.

„სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით! შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები, ფინანსები და ა.შ.” – ხაზარაძე

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ვერ ხვდებიან დროს, მომენტს და თემას, რომელზეც უნდა ისაუბრონ“.

„აი, ეს არის, რატომაც ეს პარტიები ვერასდროს ასცდებიან 2-3-5%-ს, სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ და მათ შორის, ტონს, რომელზეც უნდა ისაუბრონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მიდგომები არის არასერიოზული.

რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს და იქ გზის მშენებლობას, რაიმე საკითხი თუ აქვთ, მათ პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა, უნდათ სადეპუტატო შეკითხვით, უნდა ინტერპელაციით შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი მოიკითხონ და ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მიიღონ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით: „შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები, ფინანსები და ა.შ“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმითვე, „არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები