მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად პარლამენტი მუშაობას იწყებს. პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტს ყველა საპარლამენტო კომიტეტი და ფრაქცია განიხილავს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ შეძლო, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა და შემოსავალი და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება.
„ასეთი საბიუჯეტო ზრდა სასიხარულოა – მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ შევაქოთ საქართველოს მთავრობა! ეს, რა თქმა უნდა, შექებას იმსახურებს. თუ ოპოზიციას აქვს მოსაზრებები გაზრდილი შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით, ამაზე რა თქმა უნდა, მსჯელობა გაიმართება.
თავად ის ფაქტი, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევისა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს და მსოფლიოს აქვს, მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, რაც რეგიონს, მსოფლიოს და საქართველოს აქვს, მიუხედავად პოსტპანდემიური სიტუაცისაა, რომელიც რეგიონში მსოფლიოში და საქართველოში არის, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, რაც თავის დროზეც ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, მეტი შედეგის მიღება შეძლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკომიტეტო განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.