LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, იმედია, სწორედ ამ დღეს დაფასდება საქართველოს მიერ გაწეული შრომა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ექნება

751
392791147-844840964314339-416141

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ 8 ნოემბერს ქვეყანა პოზიტიურ შეფასებას მიიღებს და  ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი ექნება.

შალვა პაპუაშვილმა თარიღის სიმბოლურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მინდა, სტატუსი მივიღოთ, გული მისკდება, ისე მინდა – თუ მივიღებთ, უბრალო ხალხი იხეირებს“ – ალეკო ელისაშვილი

„ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. იმედია, ევროკომისიისგან გვექნება პოზიტიური შეფასება და დაფასდება იდეები, რაც მას ჰქონდა და თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი

მაჭარაშვილი: „რადიკალურ ოპოზიციაში დიდი გლოვაა, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო გულწრფელი აღმსარებელი იქნება, წლების განმავლობაში დასავლეთში დადიოდნენ და ქვეყანას აშავებდნენ“