LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპმა მიგრანტების განთავსების ცენტრები საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა

132

რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს მთავრობას მიიღოს ემიგრანტები და ლტოლვილები განთავსების დროებითი ცენტრების გარეთ. მისი თქმით, ეს ცენტრები “საკონცეტრაციო ბანაკებად” გადაიქცა.

ამის შესახებ პაპმა, რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ემიგრანტებს შეხვდა. პაპმა მათთან შეხვედრისას საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე არსებულ ბანაკში მისი წინა წილის ვიზიტიც გაიხსენა.

ის ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან მუსლიმ ლტოლვილს შეხვდა, რომელმაც მოუყვა როგორ “შემოდიან ტერორისტები მათ ქვეყანაში”.

“ისლამისტებმა ყელი გამოსჭრეს მის ქრისტიან ცოლს, იმის გამო, რომ მან ჯვარცმის გადაგდებაზე უარი განაცხადა”, – აღნიშნა პაპმა.

მოგვიანებით, ამ განცხადებას ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი გამოეხმაურა და პაპს მოუწოდა საკონცენტრაციო ბანაკებთან დაკავშირებული განცხადებისთვის გადაეხედა. მათი თქმით, შესაძლებელია მიგრანტები ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკებში ისინი ნამდვილად არ არიან:

“ნაცისტებმა და მათმა მოკავშირეებმა საკონცეტრაციო ბანაკები ადამიანების დამონებისთვის და შემდეგ კი მილიონობით ადამიანის განადგურებისთვის გამოიყენეს, შესაბამისად ამ ტრაგედიის მასშტაბები არ შეესაბამება, მიგრანტების განთავსების ცენტრებს”

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები