LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპის მობილის მოგების შანსი იმ ადამიანებს ექნებათ, ვინც ქველმოქმედებისთვის ყველაზე მეტ ფულს გაიმეტებს

rome

საქველმოქმედო ონლაინ-პლატფორმა Omaza ატარებს ლატარიას, რომლის მთავარი პრიზიც Lamborghini Huracan-ია. სუპერქარი ვატიკანის დროშის ფერებშია შესრულებული და ის პაპა ფრანცისკეს პირადად აჩუქეს. თუმცა, პაპმა საჩუქრის დატოვებაზე უარი თქვა და ავტომობილი აუქციონზე 809 375 ევროდ გაიყიდა.

კომპანია Lamborghini-მ სუპერქარი გასული წლის ნოემბერში დაამზადა. ავტომობილი პონტიფიკს ვატიკანის რეზიდენციასთან მიუყვანეს. ისიც ჩამოვიდა, სუპერქარი დალოცა, ავტოგრაფიც დატოვა და მაშინვე გასაყიდად გაუშვა. აუქციონიდან შემოსული თანხა კი რა თქმა უნდა, ქველმოქმედებას მოხმარდა.

ამჟამად ავტომობილის მოგება ლატარიაშია შესაძლებელი. ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა მოგების შანსებს გაზრდის. მინიმალური შენატანი – 10, მაქსიმალური კი 5 ათასი დოლარია და ვინც მეტს გაიმეტებს ავტომობილსაც სავარაუდოდ, ის მოიგებს. აღსანიშნავია, რომ ლატარიიდან შემოსული თანხა ომის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები