LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპიძეს მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა

56

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა, ჩადენილ იქნეს დანაშაული.

ბრალდებული მაგდა პაპიძე კი მეუღლისა და შვილის მკვლელობას არ აღიარებს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე და შვილი სახლიდან ღამის 11 საათზე გავიდნენ და შინ დაბრუნება დააგვიანდათ. მისივე თქმით, ის შეეცადა, მეუღლეს ტელეფონზე რამდენჯერმე დაკავშირებოდა. თუმცა, ამბობს, რომ მის ქმარს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ბრალდებულის მტკიცებით, მას ჩაეძინა და ღამის 3 საათზე გამოღვიძებული სახლიდან ოჯახის წევრების საძებნელად წავიდა. თუმცა, სახლიდან გამოსვლისას კართან მოკლული მეუღლე ნახა, შვილი კი გაგუდული დახვდა.

ბრალდებული მაგდა პაპიძე მეუღლესთან ცუდ ურთიერთობასაც არ მალავს. ამბობს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა.

მაგდა პაპიძის მტკიცებით, მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.

დაკავებულს ბრალდებები აქვს პოლიციის მიმართაც.

მისი მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელები მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები