აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფ Coldplay-ის ვოკალისტი კრის მარტინი მსახიობ ანაბელ უოლისს ხვდებოდა. ჯენიფერ ლოურენსთან დაშორების შემდეგ მუსიკოსმა მალე დაიწყო შეხვედრა 30 წლის მსახიობთან. ამ დრომდე არ არსებობდა წყვილის ერთობლივი ფოტო, თუმცა პაპარაცებმა მაინც მოახერხეს პარიზის ქუჩებში შეყვარებულების გადაღება.
რაც შეეხება კრის მარტინის ექს მეუღლეს, მსახიობ გვინეტ პელთროუს, ის სატელევიზიო სცენარისტსა და რეჟისორს, ბრედ ფელჩაკს ხვდება.