კომპანია BMW ახალ ავტომობილს ტესტავს, რომლის საბაზისო მოდელიც 7 Series გახლავთ. თუმცა, სხვადასხვა ტიპის განახლებები ადვილი შესამჩნევია…
პირველ რიგში რაც ყველაზე საინტერესოა, უცნაური ზომის, 19 დიუმიანი დისკებია, რომელთა უკანაც, საკმაოდ დიდი ზომის სამუხრუჭე სისტემა იმალება. სავარაუდოდ, პროტოტიპი M7 სერიის წარმომადგენელია.
როგორც კომპანიის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, BMW აპირებს M სერიის ავტომობილების წარმოების გაზრდას, რომლის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელიც სწორედ ახალი M7 გახდება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, განახლებულ ავტომობილს ელექტრო სამუხრუჭე და საჭის სამართავი სისტემა ექნება. რაც შეეხება ძრავს, ავტომობილის კაპოტქვეშ 750 ცხენის ძალის მქონე, V8 ტიპის Twin-Turbo ტიპის ძრავი მოთავსდება.
ჯერჯერობით ავტომობილის სხვა დეტალები უცნობია თუმცა, ავტომობილის დებიუტის სავარაუდო თარიღად 2018 წელი სახელდება.