LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანტოგარი“ – თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების ყველაზე ეფექტური სერია გერმანიიდან

5486
Pantogar-Shampoo Women and Tonic Women-3D

„პანტაგონის“ ბრენდით ქართულ ბაზარზე უკვე 2 წელია თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების ყველაზე ეფექტური სერია იყიდება. პროდუქცია წარმოდგენილია მხოლოდ „ჯპს“-ის და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში და მისი შემომტანი ქვეყანაში კომპანია „გეფაა“.

როგორც იმპორტიორ კომპანიაში ამბობენ, „პანტოგარის“ ხაზი გამორჩეულია იმით, რომ არის ფარმაცევტული კომპანიის მიერ შექმნილი თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების სერია. სპეციალურად ქალებისათვის და სპეციალურად მამაკაცებისათვის შემუშავებული ხაზები, შექმნილია სახვადასხვა სქესისათვის დამახასიათებელი თმის ცვენის გამომწვევი ფაქტორების გათვალისწინებით. მათში შემავალი სამკურნალო ნივთიერებები აღწევენ ღრმად კანში, ამცირებენ თმის ცვენის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედებას თმის ბოლქვზე, აღადგენენ თმის ძირების სიცოცხლისუნარიანობას, აჩქარებენ თმის ზრდას და ამცირებენ ცვენას. შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მაღალი ეფექტურობა დადასტურებულია მრავალი კვლევით.

ქალების და მამაკაცების ხაზებში შედის 2 პროდუქტი: შამპუნი და ტონიკი.

პანტოგარის ტონიკი გამოიყენება დღესში ორჯერ, ეს არის გამჭვირვალე, ნეიტრალური სუნის სპრეი, რომლის გადანაწილება ხდება თმის ძირებზე. ის არ საჭიროებს ჩამობანას, აღწევს ღრმად კანში, აღადგენს თმის ძირების სიცოცხლისუნარიანობას, აჩქარებს თმის ზრდას და ამცირებს ცვენას.

პანტოგარი შამპუნი – გამოიყენება საჭიროებისამებრ, ის აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და რეზისტენტობას. შეიცავს კერატინს, ბიოტინსა და კოფეინს, რაც ხდის თმას ბზინვარესა და დამყოლს.

ყველა პროდუქტი დაშვებულია ყოველდღიური გამოყენებისათვის, თმის ყველა ტიპზე. ყველა პროდუქტის ფასი განსხვავებულია და მერყეობს 30-45 ლარის ფარგლებში.

„მწარმოებელი ქვეყანა არის გერმანია, პროდუქტსაც ვღებულობთ უშუალოდ მწარმოებლისაგან, ფარმაცევტული კომპანია მერცისგან, ფრანკფურტი“, – აცხადებენ „გეფაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები