პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტის ანა არგანაშვილის განცხადებით, დღეს, 4 ივნისს, სასამართლოში შეიტანენ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვენ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.
“სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.
მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი.
დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა, – წერს არგანაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ომბუდსმენის ცნობით, პროკურატურიდან და შსს-დან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პანსიონთან დაკავშირებით 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.