Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პანკისში შშმ პირმა აშშ-ს მოქალაქეზე იძალადა: საქმე აღძრულია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში შშმ პირმა აშშ-ს მოქალაქეზე იძალადა: საქმე აღძრულია

108
B244A79C-70B6-489F-8F21-A4ED3180805D-cx12-cy0-cw78-w1080-h608

რამდენიმე დღის წინ პანკისში, ბაწარას ხეობაში სექსუალური ძალადობის ფაქტი მოხდა. ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელმაც სექსუალური სახის ძალადობა, აშშ-ს მოქალაქეზე განახორციელა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი აცხადებს, 32 წლის მამაკაცი დაზარალებულს ტურისტული მარშრუტის დროს შეხვდა. მისივე თქმით, ბრალდებულს ჯანმრთელობის უმძიმესი დიაგნოზი აქვს, რის გამოც გაზრდილია მისი ემოციური ფონი, მომხდარის შემდეგ მან დაკარგა გონება და აუცილებელი გახდა თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა. სწორედ ამიტომ მას გაცნობიერებული ვერ ექნებოდა დანაშაულის სიმძიმე – აღნიშნავს ადვოკატი.

მომხდართან დაკავშირებით, „ფორტუნამ“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც გვიდასტურებენ, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური სახის დანაშაულს გულისხმობს. ასევე დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორისაა დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

ჩვენივე ინფორმაციით, თელავის რაიონულ სასამართლოში, სადაც მომხდარ საქმეზე სასამართლო უკვე გაიმართა, ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს თქმით, ბრალდებულს ერთთვიანი, წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები