პანკისში შორტების ჩაცმა შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ. ყოველ შემთხვევაში, ზაფხულის სამოსის ჩაცმა პანკისში ჩასულ მამა-შვილს ძვირად დაუჯდა.
პანკისში ჩასული მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი შორტებით სიარულის გამო, სცემეს.
შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მათ შენიშვნა მისცეს, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
კონფლიქტის შედეგად, პანკისში ჩასულ მამაკაცს მედიკოსების დახმარება დასჭირდა, მას ხელი აქვს მოტეხილი.
ფაქტს შსს-ში ადასტურებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობ.
პანკისში მსგავსი შემთხვევა 2019 წლის 20 ივნისსაც მოხდა. სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა “მოძრაობის თეატრის” მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა.
ცოტა ხნის წინ კი პანკისში ჩხუბი და შემდეგ დიდი გარჩევა ქათმის გამო მოხდა.
ფიზიკური დაპირისპირება ქათმის გამო – პანკისში მაჩალიკაშვილის ძმას სცემეს