LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

193
hjk

პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. თელავის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა არბი ქავთარაშვილს და რუსლან ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება ჰესის გამო - პანკისში ორ გვარს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიდან გასროლის შედეგად ერთი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნის გათვალისწინებით ორივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე კი მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა.

სასამართლო პროცესზე ორივე ბრალდებული იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთმა, არბი ქავთარაშვილმა ბრალი აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო.

პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა, სადაც დაკავებულმა არბი ქავთარაშვილმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება და თავს დამნაშავედ სცნობს.

მორიგი სასამართლო სხდომა 22 იანვარს გაიმართება.

პანკისში მომხდარ მკვლელობაზე ორი პირი იმ დროს დააკავეს, როცა ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაწყებულ კონფლიქტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა, ორმხრივი სროლის შედეგად, 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით დაიწყო. აღნიშნული მუხლები განზრახ მკლველობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები