პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სულხან ბორძიკაშვილმა გაავრცელა.
მდინარე ალაზანი ძლიერი წვიმის გამო ადიდდა. ბოლო პერიოდში, კახეთში გახშირებული წვიმის გამო, უამრავი სახლი დაიტბორა. პრობლემებია თითქმის ყველა სოფელში.