LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში დაკავებულებმა ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანა უზრუნველყვეს – სუს-ი

70

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულები ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში.

“დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები