LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

94

პანკისის ხეობაში აქცია იმართება – ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პანკისელების თქმით, სოფელ ბირკიანში ხადორის ჰესის აშენება ხეობას ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის.

აქციის ორგანიზატორების თქმით, თითქმის ორი კვირაა, ჰესების აშენების აქტიურ მოწინააღმდეგეებს პოლიციაში იბარებენ და პროტესტის შეჩერებას სთხოვენ.

„ჩვენ არ ავაშენებინებთ კიდევ ერთ ჰესს ხეობაში, კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბუნებას. ჩვენ მოვითხოვთ, ასევე, შეწყდეს პოლიციაში იმ ხალხის დაბარება, ვინც აქტიურად აპროტესტებს მშენებლობას. მოვიდნენ და შეგვხვდნენ, მოისმინონ ჩვენი პოზიცია,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შენგელი ტოხოსაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს სპეციალური განცხადებით მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები