პანკისის ხეობაში კლდიდან გადავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის, დავით შეთეკაურის თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 22 წლის ახალგაზრდა სამხედრო ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად ის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ახმეტის საავადმყოფოში მოათავსა. ექიმის განცხადებით, სიმაღლიდან ვარდნით მიყენებული ტრავმების გამო პაციენტი შემდგომ მკურნალობას თბილისში განაგრძობს. მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება