LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისელ ოთარ ხანგოშვილს ოჯახი მეხუთე დღეა ეძებს

77

მეხუთე დღეა, რაც 54 წლის პანკისელ კაცს ოჯახი ეძებს. ოთარ ხანგოშვილი სოფელ დუისიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, ის ჩეჩნეთში იმყოფებოდა და ლარსის სასაზღვრო პუნქტი 28 ივლისს გადმოკვეთა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

„ჩეჩნეთში იყო და საქართველოში ბრუნდებოდა. როგორც ვიცით, სავიზო რეჟიმის ერთდღიანი დარღვევის გამო რუსეთის მხარემ უკან გააბრუნა ვლადიკავკაზში, მაგრამ ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა დაუფიქსირდა. მეხუთე დღეა, ჩვენი ძალებით ვეძებთ. დუისის ადგილობრივ პოლიციაში განცხადებაც შევიტანეთ. სადაც შეიძლება გაჩერებულიყო, ყველგან მოვძებნეთ და არსად არაა. ვითხოვთ დაგვეხმარონ და მოგვაძებნინონ,” – განაცხადა დაკარგულის მეუღლემ, ხადიშათ მარგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები