ციფრული პლატფორმები და სხვა ტექნოლოგიური საშუალებები წარმოადგენს ზრდის ახალ შესაძლებლობებს ნებისმიერი ზომისა და ნებისმიერ სფეროში მოქმედი ბიზნესისთვის, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში და ამ ტენდენციას ძალუძს რეგიონის კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) პანდემიისგან მდგრად აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ.
ADB-ის წამყვანი პუბლიკაცია აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის ანგარიში 2021, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროგრესს მიმოიხილავს და იკვლევს პანდემიის პირველად გავლენას ვაჭრობაზე, საზღვართშორის ინვესტიციებზე, ფინანსურ ინტეგრაციასა და ადამიანების გადაადგილებაზე. ახალ გამოცემაში სპეციალური თემატური თავი ეთმობა ციფრული ტექნოლოგიების როლს და პოტენციალს ინკლუზიურ და მდრაგ განვითარებაში, როგორ შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიებს რეგიონში პოსტ–პანდემიური აღმავლობის სტიმულირება და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების გზების ძიება რისკების ეფექტური მართვის პარალელურად.
„აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები ხელს უწყობენ ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას და გაციფრულებას პანდემიის შემდგომი გაჯანსაღებისთვის და მსოფლიო ეკონომიკასთან კავშირის აღსადგენად. ტექნოლოგია ახალი გლობალური ქსელების შექმნას უწყობს ხელს, რაც უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა ასევე გვაყენებს ახალი რისკებისა და გამოწვევების წინაშე. გადაუდებლად მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და რეგულაციების დანერგვა, რითაც შესაძლებელი გახდება შეფერხებების მართვა და მზარდი ციფრული ეკონომიკიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება, ხოლო გაძლიერებული რეგიონული თანამშრომლობით მიღებული სარგებლის შენარჩუნება”, – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.
ბიზნესიდან მომხმარებელზე ორიენტებული ციფრული პლატფორმების შემოსავალმა 2019 წელს მსოფლიოში 3.8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 48% ანუ 1.8 ტრილიონი აშშ დოლარი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის და რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ია. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წელს მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, რადგან კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების შედეგად, მეტმა ბიზნეს-გადარიცხვამ, როგორიცაა: მგზავრობა, საკვების მიწოდება და ელექტრონული კომერცია – ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.
დაჩქარებულ ციფრულ ტრანსფორმაციას შეუძლია გლობალური წარმოების, ვაჭრობისა და კომერციის და დასაქმების გაზრდა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ციფრული სექტორის 20%-იან მატებას შეუძლია გლობალური წარმოების 2021-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 4.3 ტრილიონით გაზრდა. შესაბამისად აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს შეუძლია წლიურად 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დივიდენდი მიიღოს, ანუ 5 წლის განმავლობაში 2025 წლამდე 8.6 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი. 2025 წლამდე რეგიონში 65 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ზრდის კვალდაკვალ და ასევე მოსალოდნელია მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონული ვაჭრობა წლიურად 1 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდოს.
რეგიონის მთავრობებს მზარდი ციფრული ეკონომიკის გაძლიერება შეუძლიათ პოლიტიკისა და რეფორმების გატარების გზით და შესაბამისად სარგებლის მიღებაც, ციფრული ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად. ეს ნაბიჯები გულისხმობს სამართლიანი კონკურენციის წახალისებას და ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისევე როგორც უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სოციალური დაცვის საშუალებების შესაბამისობას ციფრულ სამუშაო ადგილებთან. ანგარიშში ასევე აქცენტი კეთდება პირადი მონაცემების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე, გადასახადებზე, საჯარო და კერძო ინსტიტუტებს შორის პარტნიორობასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონის ვაჭრობა, რომელსაც 2020 წლის პირველ ნახევარში მძიმე დარტყმა მიადგა, მოსალოდნელზე სწრაფად აღდგება. აზიის საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდამ მაისში წლიურად -10.1% ვარდნა აჩვენა, მაგრამ თანდათან აღდგა და 2020 წლის სექტემბრიდან დადებითი ნიშნულისკენ გადაინაცვლა. ინვესტიციების შემოდინება გლობალურად და რეგიონში 2020 წელს წინასწარი მონაცემებით კიდევ უფრო შემცირდა, 2019 წელს 7.7%-იანი $510.5 მილიარდამდე ვარდნის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ქვეყნების გახსნის დაწყებასა და პანდემიასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნის კვალდაკვალ კომპანიების დონეზე განხორციელებული გაერთიანებები და შესყიდვები რეგიონში გაჯანსაღების ნიშნებს ავლენს.