LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის სამი წლის განმავლობაში პირველად: ჩინეთმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გახსნა

185
BeFunky-collage (2)

პანდემიის სამი წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, ჩინეთში ჩასულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ნულოვანი „კოვიდის“ პოლიტიკის ბოლო ეტაპი გააუქმა.

ცნობისთვის, პოლიტიკის მკვეთრმა შეცვლამ გამოიწვია ინფიცირების მასიური ტალღა, რომელიც საავადმყოფოების გადატვირთვას და ბიზნესის შეფერხებებს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები