ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიარეისების მიღებას ახალი წლის პერიოდში განაახლებს. 18 დეკემბერს, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია ქუთაისის-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე მხოლოდ 3 რეისს საახალწლო პერიოდში განახორციელებს. რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შედგება.
შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა. პანდემიის პირობებში, ეს იქნება პირველი ფრენა, რომელიც ქუთაისსა და დორტმუნდს შორის შესრულდება.
არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.